ალეკო ელისაშვილი: პირველ ყოვლისა, ჩვენ ვაპირებთ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას დღეს დაიწყებენ.
„ჩვენ აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი არის გათავისუფლებული, ვისზეც ვლაპარაკობდით და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა 2 ადამიანი. და ასევე გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც არის სინამდვილეში ამ ქვეყნის პერსპექტივა. პირველ ყოვლისა, ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევასა და ამაზე მუშაობას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები