ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 6 პაციენტი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ექვსი ადამიანი შეეწირა, რეგიონში სულ პანდემიის დაწყებიდან 178 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსი 44 პირს დაუდასტურდა, ჯამურად, 11 564 დადასტურებული შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 109 პირია მოთავსებული, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 33 პაციენტია; ოჩამჩირის 17; ტყვარჩელის 7; გაგრის 31, რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი, 41 პირი მკურნალობს.

ვირუსის დამარცხება სულ 9 902-მა ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები