ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 402 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 51-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთის კოვიდცენტრებში 254 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 30 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 172 პირი. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 520 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 9 820 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები