არჩილ თალაკვაძე: ვაქცინასთან პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების დაბრუნების, გახსნისა და გააქტიურების გეგმები

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთავრობას დაუდასტურა, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში, თებერვალში მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ყოვლისა, აიცრებიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვთ და არიან კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე, შემდეგი მიზანია, რომ მოსახლეობის მინიმუმ 60% აიცრას.

„ამას ვამბობ იმიტომ, რომ ვაქცინასთან პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების დაბრუნების, გახსნისა და გააქტიურების გეგმები. ხელისუფლებამ ძალიან თანმიმდევრულად იმუშავა და შედეგიც გვაქვს – დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს გახსნის ტემპებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები