„გახსენით ქვეყანა” – მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

„გახსენით ქვეყანა” – ამ მოწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, პირველ რიგში, კომენდანტის საათის მოხსნა და  საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა.

ასევე, აქციაზე იმყოფებიან რესტორნებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები, რომელთა მოთხოვნა მუშაობის უფლება, კომენდანტის საათის გახანგრძლივება, მუნიციპალური ტრანსპორტი და კრიზისიდან გამოსვლის გეგმის დასახვა არის.

რეტრორატორი ქეთი ბაქრაძის განცხადებით, მხოლოდ ონლაინ ვაჭრობა ბიზნესისთვის დამანგრეველია.

„მხოლოდ ონლაინით ვაჭრობა დამანგრეველია, მიმდინარე ხარჯებსაც კი ვერ ვფარავთ. მოგვცენ მუშაობის ნებართვა. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აკრძალვაც დამანგრეველია ჩვენთვის. რასაც ვშოულობთ, ჩვენი თანამშრომლების ტრანსპორტირებასაც კი არ ჰყოფნის. მე მესმის რეგულაციები, მაგრამ გეგმა გვჭირდება – რომ ვიკეტებით, რამდენი ხნით ვიკეტებით და როდის ვიხსნებით. საშინელ გაურკვევლობაში ვართ. პირველად გაგებით მოვეკიდეთ, მაგრამ ახლა ხომ უნდა ვიცოდეთ ვადა, თარიღი. გახსნისთვისაც მომზადება გვჭირდება“ – განაცხადა ქეთი ბაქრაძემ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, აუცილებელია ქვეყნის გახსნა და ამუშავება.

„ჩვენი მოთხოვნა არის ეკონომიკის გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ბიზნესის გადასარჩენად სხვა რესურსს ვერ ვხედავთ. ასევე აუცილებლად უნდა მოხდეს ტრანსპორტის აღდგენა, გავიხსნათ როგორც ქვეყანა და არ ვიყოთ 2-3 ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებაზე,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილებამ.

საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები