წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ31 მონაკვეთზე სავალ ნაწილზე გადმოსულია მეწყერი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია განხორციელდეს ალტერნატიული გზით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ33 მონაკვეთზე არსებული სოფ. დერჩის და სოფ. მექვანას გავლით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები