სააგენტო RT: აშშ საქართველოში ქალთა უფლებებისა და მედიის განვითარების კუთხით იმუშავებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 450 ათას დოლარს გამოჰყოფს ისეთი პროექტების რეალიზაციისთვის როგორიცაა – ციფრული დიპლომატიის განვითარება, მედიის გამართულობა და გენდერული თანასწორობის დამყარება საქართველში. აღნიშნულის შესახებ ნახსენებია გრანტში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო RT გაეცნო.
„დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამა ითვალისწინებს გრანტებს კონკრეტული პროექტებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიას, ხელს უწყობენ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და სამოქალაქო საზოგადოების განათლებას საქართველოში“,- ნათქვამია დოკუმენტში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ყურადღება ასევე გაამახვილეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მართვისვის აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს რეგიონების ეკონომიკისა და ტურისტული დარგის განვითარებას.
უწყებამ, პოტენციურ მიმწოდებლებს შესთავაზა აამაღლონ საქართველოს სახოგადოების ინფორმირებულობა – ციფრული დიპლომატიის განვითარება და მედიის გამართულობა ქვეყანაში. გარდა ამისა, შეერთებული შტატები საქართველოში გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და ჩართულობის მხირვ დაინტერესდა, რაც სხვა საკითხებთან ერთად, ქალთა უფლებების დაცვას გულისხმობს, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები