ბჟანია: რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ, ვინ უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას, რუსეთის გარდა?!

“აფხაზეთმა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა უნდა გააძლიეროს”, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. პირველი მოწვევის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე.

“არ ვიცი, ვის შეუძლია ჩვენთვის მშვიდობის გარანტიის მოცემა, აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გარდა. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც უარი უნდა ვთქვათ გამოწვდილი ხელისთვის”,- თქვა მან.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალები უნდა იყოს აყვანილი საჭირო საბრძოლო მდგომარეობასა და ტექნიკურ აღჭურვილობაში.

“ყაზარმული ფონდია მოსაწესრიგებელი, რომ ჩვენი შვილები მსახურების დროს არ ავადდებოდნენ. საკვები მარტივი უნდა იყოს, მაგრამ ხარისხიანი, ჩექმები უნდა იყოს სამხედრო. მხოლოდ ამისთვის გვჭირდება 7 მილიარდი რუბლი”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები