საპატრიარქო: დეკანოზ თადეოზ სარალიძეს საეკლესიო სასჯელად დაედო (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით

დეკანოზ თადეოზ სარალიძეს საეკლესიო სასჯელად დაედო (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

,,საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა – „ბავშვი თუ პარაზიტია, არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!”, –  ამის შემდეგ დეკანოზმა შენდობის თხოვნის წერილიც გავრცელება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები