გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს შტაბ-ბინაში ჩეხ კოლეგას შეხვდა

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
უწყების ცნობით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გენერალ ალეს ოპატასთან შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებები და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივები განიხილა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზიარება ნატო-ში გაწევრიანების კუთხით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც თავდაცვის სამინისტროდან აცხადებენ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მის ჩეხ კოლეგასთან შეხვედრაზე სამხედრო წვრთნებისა და განათლების, ასევე, სამხედრო მრეწველობის/ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელა. აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩეხეთსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები