თორნიკე რიჟვაძე: ექსპორტი წინა წელთან შედარებით 22%-ით გაიზარდა, რეგიონიდან 37000 ტონა ციტრუსი გავიდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ციტრუსის სეზონზე და აღნიშნა, რომ წელს ექსპორტზე 37 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს, რაც გასულ წელთან შედარებით 22%-ით მეტია.

”აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ციტრუსის რთველი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს რთველი ნაყოფიერი იყო, რადგან ექსპორტირებულია 37 000 ტონაზე მეტი მანდარინი სხვადსხვა საექსპორტო ბაზარზე, რაც არის წინა წელთან შედარებით 22%-იანი ზრდა.

პანდემიის მიუხედავად შევძელით, რომ თითოეულ ფერმერს ჰქონოდა შესაძლებლობა, საკუთარი მოსავლის რეალიზაცია მოეხდინა. მხოლოდ ციტრუსის რეალიზაციიდან, ფინანსური თვალსაზრისით, 17%-ით მეტია შემოსავალი, რაც 17 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები