ონში ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალი კვირიდან განახლდება – სამუშაოების ხარისხს მუნიციპალიტეტის მერია გააკონტროლებს
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩიკვაიძემ მოადგილესთან, ეკა მაისურაძესთან; მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მეწარმეებსა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მომუშავე სამშენებლო სექტორის ხელმძღვანლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, განსახილველ საკითხებში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა განიხილეს, რადგან სამუშაოები მომდევნო კვირიდან აქტიურად დაიწყება, ყურადღება გამახვილდა შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მეწარმეებს მიეცათ განმარტება, რომ დადგენილ გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის შემთხვევაში კანონით დადგენილი პროცედურები ამოქმედდება.