რუმინეთში კოვიდსაავადმყოფოში ხანძარი მოხდა, არიან დაღუპულები (ფოტო)

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, Matei Bals-ის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლეს ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობაში ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე გაჩნდა.

აღინიშნება, რომ მაშველებმა სამი დაღუპული პალატებში იპოვეს, მეოთხეს გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაღუპვის სავარაუდო მიზეზად კვამლით გაგუდვა სახელდება.

მეხანძრეებმა შენობიდან 120 პაციენტის ევაკუირება მოახერხეს, მათი უმრავლესობა მანამდე ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებზე იყო მიერთებული. კოვიდინფიცირებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს.

ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, დაწყებულია გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთში კოვიდსაავადმყოფოში ეს უკვე მეორე ხანძარია. პირველი 2020 წლის ნოემბერში მოხდა, რომლის დროსაც 10 პაციენტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები