პეტრე ტოლსტოი: უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებმა სამუდამოდ დაკარგეს ის ტერიტორიები, რომლებზეც სინანულით საუბრობენ

“ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზი ერთადერთი ადგილია, სადაც შესაძლებელია ურთიერთპატივისცემისა და თანაბარუფლებიანი დიალოგის წარმართვა ევროპის ქვეყნებსა და ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოსთან – რუსეთს შორის”, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღიარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, პეტრე ტოლსტოიმ განაცხადა.

მან თქვა, რომ, რუსული დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის შემთხვევაში, ისინი, 2014 წლის მსგავსად, სხდომათა დარბაზს დატოვებდნენ.

“თუ წავალთ, რიგ დელეგაციას პრობლემები შეექმნება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის დასდონ ბრალი ამა თუ იმ საკითხებზე. არც კი ვიცი, რით დაკავდებიან მერე. რუსეთზე თავდასხმები უკრაინისა და საქართველოს მხრიდან ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა, თავის დროზე, გამოიყენოს ძალა და ჯარი თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, სამუდამოდ დაკარგეს ის ტერიტორიები, რომლებზეც ისინი ყოველთვის სინანულით საუბრობენ თავის სხვადასხვა გამოსვლაში”, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები