ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსმა კიდევ 6 პაციენტი იმსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ს კიდევ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან კი ეს უკვე 167-ე ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ 54 პირს გამოუვლინდა, სულ 11 355 დადასტურებული შემთხვევაა.

ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 118 პირი მკურნალობს, მათგან 34-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული; ოჩამჩირის 19; ტყვარჩელის 15; გაგრის 29; სამხედრო ჰოსპიტალში კი, 46 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსის დამარცხება სულ 9 467 პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები