მალხაზ თორია: ფონდ ,,ქართუს” დახმარებით ზუგდიდში შენდება სარაგბო ბაზა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს

ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს” დაფინანსებით რაგბის სტადიონი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – მალხაზ თორია თავის მოადგილე ლუდუკ ხასიასა და ზუგდიდის მერ გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

,,ზუგდიდის რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, ფონდ ,,ქართუს” დახმარებით ჩვენ გვექნება სარაგბო ბაზა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება როგორც ბუნებრივსაფრიანი, ასევე, ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი, ჯამურად, გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებელისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს”, რომელიც ჩვენს რეგიონში რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს”, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ.

ზუგდიდის რაგბის სტადიონი იქნება მეორე სარაგბო ბაზა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფონდმა ,,ქართუმ,, ზუგდიდამდე სარაგბო კომპლექსი ფოთში ააშენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები