ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზინეთში ხანძარია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზინეთში ხანძარია, როგორც ცნობილია, მთის ფერდზე არსებული ეკალბარდი იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის კერასთან ახლოს დასახლებული პუნქტი არ არის.

მათივე ცნობით, ადგილზე, რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება და კერებთან მეხანძრე-მაშველების 40 – კაციანი შემადგენლობა, ინდივიდუალური აღჭურვილობით, იმყოფება. “ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ტყის მასივს ან დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები