თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ: ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა

რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ შეეხო ჯარის კვების საკითხზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ უსაფუძვლო კრიტიკას და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში კვების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და ეს ბრალდებები სრულად მოკლებულია საღ აზრს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„როგორ შეიძლება დღეს კვებაზე ვინმემ რამე თქვას?! მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და რეალური ქმედებები განვახორციელეთ. მე ვგულისხმობ ქართული ჯარის საუკეთესო, ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას. ყველა მზარეული გადავამზადეთ ჩვენი ცნობილი, საამაყო შეფ-მზარეულების მიერ.

მონიტორინგი, კონტროლი მაქვს ძალიან მკაცრად და ყველა მომწოდებელი გავაფრთხილეთ, რომ დამთავრდა რბილი კონტროლის დრო, როდესაც რომელიმე მომწოდებელი კომპანია იგებს ტენდერს, მინდა აქვე ავღნიშნო, რომ თავდაცვის სამინისტრო არ ატარებს კვების ტენდერს, არამედ შესყიდვების სააგენტო, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო და ექვემდებარება მთავრობას. შესყიდვების სააგენტო ატარებს კონსოლიდირებულ ტენდერებს და ხშირად ასეთი ტენდერი გულისხმობს, იმას, რომ მოგებული კომპანია ამარაგებს არა მხოლოდ ერთ უწყებას, არამედ რამდენიმე უწყებას და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მიმდინარეობს კონტროლი და მონიტორინგი. ბუნებრივია შეიძლება ხარვეზები გამოიკვეთოს მოწოდებაში და პროდუქციის ხარისხში, რაზეც ჩვენს უწყებას მყისიერი რეაგირება აქვს, ისეთი სისტემა ავაწყვეთ, რომ მაქვს სამმხრივი გადაზღვევა.

პირველი ეს არის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც მე შევქმენი და მუდმივად მიმდინარეობს ნებისმიერი პროდუქტის კონტროლი. მეორე ეს არის თვითონ კვების კომპანიის ლაბორატორია. და მესამე, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ლევანს ვთხოვე და სურსათის უვნებლობის სამსახურთან გავაფორმეთ მემორანდუმი, ისინი კი ცალკე, დამოუკიდებლად ამოწმებენ. გვაქვს სამმხრივი გადაზღვევა, რომ რაიმე არ გაგვეპაროს.

როცა ხდება წუნის დადება, ჩვენ კონკრეტულ კომპანიას ვეუბნებით, რომ გამოასწოროს. სიუჟეტი ააწყვეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ აქვთ სათქმელი ამ საცოდავ ადამიანებს არაფერი, გარდა იმისა, რომ რაღაც სისულელე მოიგონონ. ტყუილად წვალობენ და თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ, დააგემოვნონ და განწყობა, რაც ჯარში არის, ამის ნათელი დადასტურება იყო, რაც მოხდა მაგალითად არჩევნებზე ავღანეთში, როცა ჯარის 93%-მა მხარი დაუჭირა ჩემს პოლიტიკას და „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები