ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე უძღვება.

ასამბლეის პლენარულ სხდომაზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე მსჯელობენ. სხდომაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანლობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი შედიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები