დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ინფიცირებულთა რაოდენობის გამო კი მთავრობაში თვლიან, რომ შეზღუდვების შემსუბუქების დრო არ არის

ოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 5%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო წლების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, დეკემბერში კომპანიებისგან ხელფასს იღებდა 828 ათასი ადამიანით ნაკლები. „მონაცემების ანალიზის შედეგმა გვაჩვენა, რომ დეკემბრის თვეში 800 ათასზე ნაკლები ადამიანი იყო დასაქმებული, თებერვლის თვესთან შედარებით. ასევე, უფრო დეტალური მონაცემები ცხადყოფს, რომ დასაქმების მაჩვენებელი განსაკუთრებით მკვეთრად სწორედ ლონდონში იკლებს“, – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელმა.
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 20 089 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 631 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 100 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯანდაცვის მინისტრ მეთ ჰენკოკის განცხადებით, ახლა, როდესაც ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 37 000 ინფიცირებულია განთავსებული, ხოლო ექიმები ფილტვის ვენტილატორების რეკორდულ რაოდენობას იყენებენ, შეზღუდვების შემსუბუქების დრო არ არის. 26 იანვარს უელსში COVID-19-ით გარდაცვალების 467 ფაქტი დაფიქსირდა, რაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ლეტალობის ჯამური რაოდენობის 40%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები