ახალქალაქში ხიდიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა

ახალგაზრდა ქალი ახალქალაქში ყოფილი სამხედრო ქალაქის ხიდიდან გადახტა. შემთხვევა ახალქალაქში დღეს, დილის 10:00 საათზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ფაქტის შესახებ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების სამსახურს თავად აცნობეს, თუმცა, ახალგაზრდა ქალი შესაბამისი სამსახურების მისვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე ამ დრომდე რჩება და მუშაობას განაგრძობს პოლიციის რამდენიმე ბრიგადა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები