ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსს ერთი პაციენტი ემსხვერპლა, 85 კი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 85 პირს დაუდასტურდა, პანდემიის დაწყებიდან ეს უკვე 11 301-ე შემთხვევაა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა, სულ 161 ლეტალური შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 125 პაციენტი მკურნალობს, მათგან 33-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 33 პირია მოთავსებული, ოჩამჩირის 18; ტყვარჩელის 15; გაგრის 25; სამხედრო ჰოსპიტალში კი – 48.

ვირუსის დამარცხება სულ 9207-მა  ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები