დავით სერგეენკო: ყველა ის მედიკამენტი თუ ვაქცინა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება, რეგულირდება კანონით
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ყველა მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე, კანონით რეგულირდება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
„ყველა ის მედიკამენტი თუ ვაქცინა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება, რეგულირდება კანონით. როგორც მათი ხარისხი, ასევე მათი მიმოქცევა და მათი უსაფრთხო გამოყენება, ისევე როგორც პოტენციურ თეორიულ გართულებაზე პასუხისმგებლობის განაწილება – ეს კანონში უკვე გაწერილია უკლებლივ ყველა ვაქცინაზე, რომელიც საქართველოში გამოიყენება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.