პოროშენკოს შანსი, ისევ გახდეს უკრაინის პრეზიდენტი – განახლებული გამოკითხვით, ზელენსკის მხარს 19,8%, ხოლო პოროშენკოს 15,7% უჭერს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობის რეიტინგი 19,8%-მდე დაეცა.

გამოკითხვა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში სოციოლოგიურმა სამსახურმა “რეიტინგმა” პრეზიდენტის ნდობის რეიტინი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, ზელენსკის მხარს გამოკითხულთა 26,2% უჭერდა. მეორე ადგილს იკავებდა ფრაქცია “ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის” თანათავმჯდომარე, იური ბოიკო – 16,%-ით, ხოლო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი – პეტრო პოროშენკო მესამე ადგილზე 13,3%-ით იყო.

განახლებული გამოკითხვით, პოროშენკო ხმების 15,7%-ს აიღებდა; იულია ტიმოშენკოს შესაძლოა, 11,8% აეღო; ბოიკოს – 11%.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკი და პოროშენკო გავიდოდნენ, გამოკითხულთა 55,2% ხმას მოქმედ პრეზიდენტს მისცემდა, ხოლო 44,8% – ყოფილს.

მეორე ტურში ბოიკოსა და პოროშენკოს მეტოქეობის შემთხვევაში პირველი 53%, ხოლო პოროშენკო 47% მიიღებდა.

ინსტიტუტმა გამოკითხვა სატელეფონო ინტერვიუს საშუალებით ჩაატარა და მასში 1005-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილება შესაძლოა, მაქსიმუმ 3,1% შეადგენდეს.

ზელენსკიმ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები 2029 წლის აპრილში 70%-ით მოიგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები