29 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბებში 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2021 წლის 29 იანვარს 06:30სთ-დან 09:30სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები