ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

როგორც ,,კვირას” ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, კახაბერ ქემოკლიძემ ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის მანდატი, ასევე, საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.

საუბრისას ხაზი გაესვა თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
მხარეებმა, ასევე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები