სოხუმში გამოყენებულ ელემენტებს ჩაიბარებენ
სოხუმში სპეციალური პუნქტები გაჩნდება, სადაც გამოყენებულ ელემენტებს ჩაიბარებენ. შესაბამისი პროექტი შეიმუშავა კულტურისა და განათლების ფონდმა – “იდეების რესპუბლიკამ”.
ფონდში აღნიშნავენ, რომ ელემენტი მიეკუთვნება სახიფათო ნარჩენების კატეგორიასა და სპეციალურ უტილიზაციას საჭიროებენ.
სოხუმის მასშტაბით 50 სპეციალური პუნქტის ამოქმედების გარდა, პროექტით გათვალისწინებულია მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და სკოლების ამუშავების შემდეგ გაიმართება სპეციალური შეხვედრები.
აღინიშნება, რომ შეგროვებულ ელემენტებს ეკოლოგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე შეინახავენ, მათი მომდევნო უტილიზაციის საკითხი შეგროვებული ელემენტების რაოდენობიდან გამომდინარე გადაწყდება.