ანქვაბი კორონავირუსს ვერ ამარცხებს – როგორია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერის მდგომარეობა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი, ალექსანდრე ანქვაბი კორონავირუსს ისევ ებრძვის, თუმცა, როგორც ე.წ. მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურში განაცხადეს, მის საერთოდ მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

“პრემიერმინისტრის, ალექსანდრე ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სპეციალისტების კონსილიუმის დასკვნით, ფასდება – როგორც სტაბილური, დადებითი დინამიკით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედიკოსები აღნიშნავენ, რომ პაციენტი მედპერსონალთან კონტაქტურია.

ანქვაბს კორონავირუსი 2020 წლის 30 დეკემბერს დაუდასტურდა, 5 იანვარს ის გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, მდგომარეობის გაუარესების გამო 8 იანვარს ის მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს, 17-ში კი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს მიუერთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები