„ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე ამ დროისთვის 90 მსჯავრდებულია გათავისუფლებული, – ამის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებული მსჯავრდებულებიდან 6 ქალია.
„დღეს, ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე 11 მსჯავრდებული გათავისუფლდა. „ამნისტიის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ პენიტენციური დაწესებულებებიდან უკვე 90 პატიმარი, მათ შორის, 6 ქალი მსჯავრდებული გათავისუფლდა.
მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს“, – აცხადებენ უწყებაში.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“