გოჩა ენუქიძემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიბრევში, მოზამთრე ოჯახები სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად მოინახულა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატი, გოჩა ენუქიძემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიბრევში, მოზამთრე ოჯახები სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

დეპუტატის ინფორმაციით,სოფელ ჭიბრევში ზამთრობით მხოლოდ ზურაბ ომიაძის, გიორგი ჯაფარიძის და ზურაბ მაჩაიძის ოჯახები რჩებიან.

“ეს ადამიანები მაგალითია პატრიოტიზმის, სოფელ ჭიბრევს სიცოცხლეს უნარჩუნებენ და მიუხედავად გამოწვევებისა საკუთარ ფუძეს არ ტოვებენ.

დღეს ამ ადამიანებს პირადად ვესტუმრე, სასურსათო პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები მივუტანე და მათ ყოფით პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელთა მოგვარება ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის მთავარი ამოცანაა,”-აცხადებს გოჩა ენუქიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები