ქუთაისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელიც ქუჩას არასათანადო ადგილას კვეთდა.
ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.
პირველადი დათვალიერებით, მას ფეხი აქვს დაზიანებული. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები