ირაკლი ჩავლეიშვილი: ვფიქრობ, ყველა ადამიანს თავისი გოლგოთა აქვს გასავლელი და ამას როგორმე გადავიტან

“ვფიქრობ, ქვეყნისთვის არის საზიანო, არ შეიძლება ასეთი ქმედებები, ეს ქვეყნის დემოკრატიზაციას ანგრევს”,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

“მე იმ ახალგაზრდების საქციელს ვერ შევაფასებ, იმიტომ, რომ ნაკლები განათლება, ნაკლები აღზრდაა ოჯახში, სამწუხაროდ. ეს არის წაქეზება იმ ადამიანებისგან, რომელთაც დღესაც მოსწონთ მათი საქციელი.

ვფიქრობ, ყველა ადამიანს თავისი გოლგოთა აქვს გასავლელი და ამას როგორმე გადავიტან. ვფიქრობ, ქვეყნისთვის არის საზიანო, არ შეიძლება ასეთი ქმედებები, ეს ანგრევს როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციას, ასევე უცხოელების თვალში, საზოგადოების თვალში, ატრიალებენ ამ კადრებს, ბავშვები ხედავენ.

მე, მართალი გითხრათ, ვუძლებ და როდესაც პოლიტიკაში ხარ, თმენის ვალდებულება გაქვს და კიდევაც ვითმენ ამას იმ იმედით, რომ უკეთესი საქართველო გვექნება ხვალ”, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები