ეკა სეფაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების შესაქმნელად
“თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების შესაქმნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა”,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ჯარის კვების რაციონი მრავალფეროვანი და ჯანსაღია.
“ეს საინტერესოა!!!!! თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების შესაქმნელად:
· დაინერგა საკვების კონტროლისა და შემოწმების ეფექტური სისტემა;
შედეგი: მყისიერად ხდება აღმოჩენილი უხარისხო პროდუქტის ამოღება მთელი სისტემიდან.
· ხელი ეწყობა ქართული ხორცისა და სხვა ნაწარმის ადგილობრივ სამამულო წარმოებას;
შედეგი: ჯარის კვების რაციონი მრავალფეროვანი და ჯანსაღია:
· შეიქმნა „სტანდარტიზაციისა” და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;
შედეგი: სურსათი, სამზარეულო ინვენტარი, მარაგები, ინფრასტრუქტურა ნატოს სტანდარტების შესაბამისი და მაღალ ხარისხიანია”,- წერს სეფაშვილი.