მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვერებს მართავს  

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სამუშაო ვიზიტით, ბრიუსელს ეწვიამაკა ბოჭორიშვილმა, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის  საქართველოევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარესთან მარინა კალიურანდთანევრონესტის დელეგაციის ხელმძღვანელთან ანდრიუს კუბილიუსთანევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ზელიანა ზოვკოსთანსაქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან სვენ მიკსერთან და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

შეხვედრების ფარგლებში ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა    საქართველოს ევროპული მომავლისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტარებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების გეგმა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის თაობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროპარლამენტის წევრების მხარდაჭერის მობილიზების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს. თავის მხრივ,  ევროპარლამენტარებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ  საქართველოსთანროგორც ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებას და ამ პროცესში თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას.  განსაკუთრებული აქენტი გაკეთდა  განათლებისმეცნიერების და ინოვაციების სფეროში  თანამშრომლობის გაღრამვების საჭიროებაზე და ქართველი ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების მინიჭების აუცილებლობაზეამ მიმართულებით კონკრეტული ხედვები იქნა წარდგენილი და ევროპარლამენტარებს ეთხოვათ დახმარებაევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრამვების ხელშეწყობაში. შეხვედრებისას,  განხილვები შეეხო საქართველოში და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსევროკავშირის როლს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაშიხაზგასმით აღინიშნარომ მნიშვნელოვანია საქარათველოს საკითხი მუდმივად იდგას დღის წესრიგშიმაშინ როდესაც საუბარი ევროპის უსაფრხოებას შეეხება.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპარლამენტარები ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში არჩევნების შემდეგ მიმდინარე შიდა პროცესებს და ცალსახად მიუღებლად მიიჩნევენ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტსა და ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მოქმედებას. 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები