„ნაცმოძრაობა” ბავშვებს იყენებს” – რატომ დაუპირისპირდნენ ბათუმში ენმ-ის მხარდამჭერები დეპუტატს

ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდენ. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს ,,მონა” და მოღალატე” უწოდეს და თავზე ნაგავიდააყარეს. მათი თქმით, ჩავლეიშვილს არ აქვს უფლება გამოჩნდეს აქციაზე, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიიციის სიით მოხვდა, შემდეგ დაარღვია შეთანხმება და საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” დეპუტატმა განუცხადა, ამ ინციდენტით “ნაცმოძრაობამ” კიდევ ერთხელ გამოაჩინა “თავისი სახე”.

“ის რაც დღეს თქვენ იხილეთ, ეს არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი უხამსი საქციელი. “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოაჩინა თავისი სახე. მე თავის დროზეც ვაპროტესტებდი ბულვარში მშენებლობებს, წლების წინ, როდესაც სწორედ ეს “ნაციონალური მოძრაობა” გასცემდა ნებართვებს, და ახლაც ვაპროტესტებ. რაც შეეხება მათ საქციელს, მე საჯარო პირი ვარ და მაქვს თმენის ვალდებულება. ეს არის გაუნათლებლობის ბრალი. “ნაციონალური მოძრაობა” ბავშვებს იყენებს, ახალგაზრდები შეჰყავთ შეცდომაში სამწუხაროდ, და გამოჰყავთ მსგავსს აქციებზე“,-განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ფაქტი სოციალურ ქსელში “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ხაბაზმა გაავრცელა.

“ბათუმელი ელისაშვილი ნაგვის ურნის პირველი კავალერი გახდა. ღალატი არავის ეპატიება”,- წერს ხაბაზი ფოტოს აღწერაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები