ბათუმში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

ბათუმში, ფიტნეს-კლუბ „რეფორმერთან“ თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა აქცია გამართეს. შეკრებილები აცხადებენ, რომ ეკონომიკური საქმიანობა ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ აკრძალული. მათივე თქმით, პროტესტს სხვადასხვა ფორმით პერმანენტულად გააგრძელებენ, პირველ თებერვალს კი ფიტნესკლუბი მუშაობას განაახლებს.

„პირველი თებერვლიდან ყველა შეზღუდვის მოხსნას ვითხოვთ,ადამიანებს ეკონომიური საქმიანობის საშუალება უნდა მიეცეთ. მარტო ჩემი ფიტნეს კლუბით, ეკონომიკის ბედი არ წყდება, ამიტომ მოიხსნას კომენდანტის საათი და ყველა სისულელე. გაუაზრებელი რეგულაცია – ვირუსის გავრცელების კავშირში არ არის, პირიქით დროში შეზღუდვაა რაც მობილობის გაზრდას უწყობს ხელს. დღეს ჩვენი მიზანია, რომ ხალხს დავანახოთ ადამიანები, რომლებიც ამ რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან“,- განაცხადა ფიტნეს-კლუბის მფლობელი გიორგი ფუტკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები