არჩილ თალაკვაძე: გაზაფხულისთვის მზად ვართ იმ ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან

„ქართულ ოცნებას“ შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა.

„გაზაფხულისთვის მზად ვართ! „ქართულ ოცნებას“ შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე“ სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობითსთვის, „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები