თორნიკე რიჟვაძემ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

პირველი თებერვლიდან აჭარაში აღდგება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში; კვების ობიექტებს მიეცემა საშუალება ღია სივრცეებში უმასპინძლონ სტუმრებს; განახლდება სავაჭრო ობიექტების მუშაობა და ბათუმში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანლებს მიეცათ დავალებები, პირველ თებერვლამდე უზრუნველყონ შეზღუდვების შემსუბუქებისთვის საჭირო შესაბამისი რესურსების მზადყოფნა.

“სამინისტროების ხელმძღვანლებს მიეცათ შესაბამისი დავალებები, რომ პირველ თებერვლამდე უზრუნველყონ როგორც ადამიანური რესურსების, ასევე – ინფრასტრუქტურული რესურსების მზადყოფნა, რათა შევძლოთ, მაქსიმალურად ეფექტურად აღვადგინოთ სასწავლო პროცესი სკოლებში, ასევე, ბათუმში ამოძრავდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ამუშავდეს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, როგორიც არის კვების ობიექტები. მნიშვნელოვანი იქნება იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილური ნიშნები. ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც სწრაფ დიაგნოსტირებას, ასევე – ტესტირებებზე ხელმისაწვდომობას”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას, ბიზნეს სექტორსა და პედაგოგებს მოუწოდა, ისარგებლონ ტესტირების პროგრამით, რაც სწრაფი გამოვლენისა და რეაგირების საშუალებას იძლევა.

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები