მალხაზ თორია: სამეგრელო-ზემო სვანეთში 9 ახალ სკოლას ვაშენებთ და 11 სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახდენთ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის 9 საჯარო სკოლის მშენებლობა და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით 2020 წელს დასრულდა ორი სკოლის მშენებლობა და სამის სრული რეაბილიტაცია.

სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – მალხაზ თორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი შენგელიასა და საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 საჯარო სკოლის მშენებლობასა და 11 სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახდენთ. სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობას ზუგდიდის ისტორიულ – პირველ საჯარო სკოლაში გავეცანით, სადაც ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის გამაგრების სამუშაოები, მოხდება სკოლის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლებში მიიღონ განათლება”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები