28 თებერვლის ჩათვლით მდინარე ქსნისა და მდინარე ლეხურას ხიდებსა და იგოეთის გზაგამტარზე გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 41-ე კმ-ზე, მდ. ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, 56-ე კმ-ზე არსებულ იგოეთის გზაგამტარზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე და 57-ე კმ-ზე მდ. ლეხურაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ხორციელდება სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.

აღნიშნული სამუშაოების წარმოების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 20 იანვარი. თუმცა, სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა ამ ვადაში და, შესაბამისად, საჭიროა სამუშაოების გაგრძელება 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები