მაია ცქიტიშვილი: საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს პირველი მარტიდან
საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს პირველი მარტიდან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე.
მისივე თქმით, ყველა ქალაქში სკოლების გახსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება