25 იანვრიდან 15 მარტამდე ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლის 25 იანვრიდან 15 მარტამდე ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოების წარმოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება აკაკი წერეთლის ქუჩაზე.

მათივე ცნობით, კერძოდ, აკაკი წერეთლისა და პუშკინის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისათვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები