ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 109 ადამიანს დაუდასტურდა, პანდემიის დაწყებიდან ეს უკვე 10984-ე შემთხვევაა.

ასევე, ვირუსს კიდევ ორი პაციენტი შეეწირა და ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვი 156-მდეა გაზრდილი.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 127 პაციენტია, მათგან 35-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის საავადმყოფოში 37 პაციენტია მოთავსებული; ოჩამჩირის 22; ტყვარჩელის 15; გაგრის 20; სამხედრო ჰოსპიტალში კი, 62.

ვირუსის დამარცხება სულ 8898-მა ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები