გია ვოლსკი: ელისაშვილის პოზიცია არის სახელმწიფოებრივი და იმ პოზიციას უპირისპირდება, რომელიც გააჩნია არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს

“ალეკო ელისაშვილის პოზიცია არის სახელმწიფოებრივი და იმ პოზიციას უპირისპირდება, რომელიც გააჩნია არამხოლოდ სააკაშვილს, არამედ საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს”, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, რაც შეეხება დეტალებს, უნდა იყოს გამჭვირვალე შეხვედრები და მოლაპარაკებები.

„მეორე თემა ეხება პასუხისმგებლობას საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესების წინაშე. ჩემი პოლიტიკური ანტიპატიის თუ განსხვავების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიცია არის სახელმწიფოებრივი და იმ პოზიციას უპირისპირდება, რომელიც გააჩნია არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც საქართველოში თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად დესტაბილიზაცია მიაჩნია. თუ ეს პასუხისმგებლობა მან გაითავისა, ისიც უნდა იცოდეს, რომ თემები არსებობს, რაზედაც საუბარი არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის. რაც შეეხება დეტალებს, უნდა იყოს გამჭვირვალე შეხვედრები და მოლაპარაკებები. მზად ვართ, ალეკოსთან შეხვედრისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის, საჯაროდ გამართოს შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“, სადაც საუბარი შეეხება კრიზისის განმუხტვის პერსპექტივებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები