რას წერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე – “სასამართლომ საქართველოს ბრალდება დაუსაბუთებლად ცნო”
“ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ სამხრეთ ოსეთში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ საქართველოს ბრალდება დაუსაბუთებლად ცნო“, – ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“საქმის თითქმის 12-წლიანი განხილვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება იმ ინციდენტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის 8-12 აგვისტოს პერიოდში და როდესაც რუსეთის სამხედროები სამშვიდობო კონტინგენტსა და სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმას იგერიებდნენ. ასევე,სასამართლომ მხარი არ დაუჭირა საქართველოს მთავრობის მტკიცებას იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები 7 აგვისტოს შეიჭრნენ, ანუ ცხინვალზე ქართველი სამხედროების თავდასხმამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, რუსეთის იუსტიცის მინისტრის მოადგილის მიხეილ გალპერინის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “მოვახერხეთ ევროპელი მოსამართლეების დარწმუნება იმაში, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის 8-12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის შეარაღებული ძალების ქმედების სამართლებრივი შეფასება მათი იურისდიქციის ფარგლებს სცდება. ასევე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის სამხედროების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დარღვევის ვერცერთი შემთხვევა ვერ დაადგინა “.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება “საქართველო რუსეთის წინააღმდეგII” “ფულადი კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეიცავს. საკითხი შემდგომი განხილვისთვის შეჩერებულია”.