ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა ორით გაიზარდა და 154-ს მიაღწია.
ბოლო ერთ დღეში ვირუსი 91 პირს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან 10875-ე შემთხვევა გახდა.
გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 110 ადამიანი მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმში 37 პაციენტია მოთავსებული; ოჩამჩირეში 21; ტყვარჩელში 14; გაგრაში 20; სამხედრო ჰოსპიტალში 60.
ვირუსის დამარცხება სულ 8 701-მა პირმა შეძლო.