ეკა ბესელია – ალეკო ელისაშვილზე: ჩემთვის ეს ადამიანი წითელი ხაზია
“თუ ვინმე ჩემს “ფეისბუქ” მეგობრებში შემთხვევით ხართ ალეკო ელისაშვილის მხარდამჭერი ან მისი მეხოტბე – დამტოვეთ – თხოვნა მაქვს,ან მე დაგემშვიდობებით”, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
ბესელიას თქმით, ალეკო ელისაშვილი მისთვის წითელი ხაზია.
“თუ ვინმე ჩემს ფბ მეგობრებში შემთხვევით ხართ ელისაშვილის მხარდამჭერი ან მისი მეხოტბე – დამტოვეთ – თხოვნა მაქვს, ან მე დაგემშვიდობებით. ჩემთვის ეს ადამიანი წითელი ხაზია!
დავალებებს ასრულებდა მაშინაც, როცა უსამართლოდ მესხმოდა თავს და საშინელ ცილისწამებას იგონებდა (სხვათა შორის, სასამართლო დავით დავუმტკიცე რომ ცილისმწამებელია). ახლაც იყიდეს, როდესაც მანდატის გამო ყველაფერს კადრულობს. ჩემს ფბ მეგობრებში თუ ვინმეს ელისაშვილი მოგწონთ, ძალიან გთხოვთ გამეცანით და დაწერეთ”, – წერს ბესელია.