გიორგი გახარია: სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი 2008 წლის ომის საქმეზე ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში ახალი ეტაპი უნდა გახდეს
“დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი 2008 წლის ომის საქმეზე ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში ახალი ეტაპი უნდა გახდეს.
„დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინსიტროს თანამშრომლების, სპეციალისტების 12-წლიანი შრომისა და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველა დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს, გარდა იმისა, რომ ახდენს კომპენსაციას ჩვენი დაზარალებული მოქალაქეებისთვის, და იქმნება საფუძველი ამისთვის, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად იქნება საერთაშორისო დონეზე მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველი შეფასება 2008 წლისა ომის საქმისა. ეს გადაწყვეტილება მთავრობას დამატებით ვალდებულებებს აკისრებს და უახლოეს პერიოდში ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით უწყებათაშორისი კოორდინირებული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები“, – აღნიშნა გახარიამ.