მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქეს სახერხი საამქრო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 6 ერთეული წიფელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და 4 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარი და ხე-ტყე დალუქეს.
უწყების განცხადებით, ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები