გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ოფიციალურ გვერდზე ხაზს უსვამს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და განსაკუთრებულ მეგობრობას.

“კამალა ჰარისს ვულოცავ ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას. შეერთებული შტატები საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით”,- აცხადებს გიორგი გახარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები